შრომის უსაფრთხოება - თანამედროვე გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა

17 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით,  ჩატარდა მორიგი შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე -„შრომის უსაფრთხოება - თანამედროვე გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ისაუბრა იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც მოჰყვა ქვეყანაში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონისა“ და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამოქმედებას.
ასოციაციის წევრი, საკონსულტაციო კომპანია „საფკო“-ს წარმომადგენლებმა შრომის უსაფრთხოების მართვის საუკეთესო პრაქტიკასა და კადრების სერტიფიცირების თემაზე ისაუბრეს. ასევე, აღნიშნულ თემაზე, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ, კომპანია „ინ-სი“-ს დირექტორმა, ზვიად თოიძემ.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრამ ჩაიარა საზოგადოების დიდი ინტერესით და ჩართულობით.

აღნიშნული შეხვედრის ფოტომასალა იხილეთ აქ
19.10.2018