სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სემინარი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურების მიხედვით

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია განაგრძობს წევრთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებული კადრების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად შესაბამისი ტრენინგების და სემინარების ჩატარებას.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, წევრი კომპანიების წარმომადგენელთათვის, ჩატარდა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სემინარი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურების მიხედვით.
სემინარი ჩაატარა აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტმა, ლუკა მოსაშვილმა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების დამოუკიდებელ კონსულტანტს.
სემინარის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

აღნიშნული სემინარის ფოტომასალა იხილეთ აქ
15.10.2018