ასოციაციისა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ სამუშაო შეხვედრა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან

10 ოქტომბერს, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi”, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან.
აღსანიშნია, რომ მსგავსი შეხვედრა საქართველოს მელიორაციასთან ერთად არაერთხელ ჩაატარა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და დაინერგა როგორც საკმაოდ კარგი პრაქტიკა, მშენებელთა შენიშვნების გათვალისწინებით.
შეხვედრაზე საქართველოს მელიორაციამ, პოტენციურ კონტრაქტორებს წარუდგინა დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია და ასოციაციასთან ერთად განიხილა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა მხრიდან დაფიქსირებული მოსაზრებები სატენდერო პირობებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა ის ძირითადი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია სადრენაჟე და საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებით შესყიდვის გამოცხადების პროცესში იმისთვის, რომ სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს კონკურენტულ გარემოში.
განხილული საკითხები შეეხებოდა, გამოცდილების კუთხით პრეტენდენტების მიმართ წაყენებული მოთხოვნების საკითხს - თუ რა ტიპის გამოცდილება უნდა იქნეს გათვალისწინებული სამელიორაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებისას და შეიძლება თუ არა ეს იყოს ჰიდროტექნიკური სამუშაოების მიმართულებით არსებული გამოცდილება; აგრეთვე, სამუშაოთა შესრულების ვადების კონტროლის, არარეზიდენტი კომპანიების მიმართ წაყენებული მოთხოვნების საკითხები და სხვა.

აღნიშნული შეხვედრის ფოტომასალა იხილეთ აქ

11.10.2018