HSE Service Group-ის ტრენინგი შრომის უსაფრთხოებაში

შრომის უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით, მისი მნიშვნელობიდან და უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“-მ კიდევ ერთი ტრენინგი ჩაატარა წევრი კომპანიებისთვის.
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ასოციაციის წევრმა კომპანიამ, "HSE Service Group"-მა, ჩაატარა ტრენინგი შრომის უსაფრთხოებაში.
ტრენინგს უძღვებოდნენ: "HSE Service Group"-ის აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ოჩიგავა და ამავე კომპანიის იურისტი/შრომის უსაფრთხოების კონსულტანტი - ლევან კაკაჩია.
"HSE Service Group"-ი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, რომელთა დამფუძნებლები წარმოადგენენ ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებაში მომუშავე სპეციალისტებს ქვეყნის შიდა და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგის თემები:
• შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და ქართულ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანა;
• რისკების შეფასება და აღმოფხვრა;
• პრაქტიკული მეცადინეობა;
• დოკუმენტაციასთან ურთიერთობა.
ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნული ტრენინგის ფოტომასალა იხილეთ აქ
20.09.2018