ტრენინგი ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითადი საფუძვლების თემაზე (IFRS)
მიმდინარე წლის 14 თებერვალს, "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" და „Nexia აკადემია“ ატარებენ ერთობლივ სემინარს/ტრენინგს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითადი საფუძვლების თემაზე (IFRS).
Nexia აკადემია ეს არის მსოფლიოს ტოპ ათეულში შემავალი აუდიტორულ კომპანია Nexia TA-სთან არსებული აკადემია, რომელიც ორიენტირებულია მსმენელებს მიაწოდოს კვალიფიციური, უახლესი ინფორმაცია აუდიტორული, საკონსულტაციო და იურიდიული მიმართულებით.
დღევანდელი ტრენინგი გათვლილია სამშენებლო სექტორის წარმომადგენელთათვის (სამშენებლო, დეველოპერული, არქიტექტურული, საპროექტო, საზედამხედველო, მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი, მძიმე ტექნიკის დილერი და სხვა).
ტრენინგის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადების ძირითადი მეთოდების გაცნობა, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების (IFRS) სტანდარტების საფუძველზე. ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში, აუცილებელია ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის დამკვიდრებული უახლესი სტანდარტების შესახებ, რომლებიც საქართველოსთვის უნდა შეესაბამებოდებს IFRS სტანდარტებს და, ასევე, IFRS სტანდარტებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
კურსი, თეორიულ სწავლებასთან ერთად, მოიცავს დისკუსიასა და პრაქტიკული მაგალითების განხილვას მსმენელების ჩართულობით, რეალური შემთხვევების (Case Study) განხილვის საფუძველზე. სემინარს ატარებენ აუდიტორული კომპანია “Nexia TA”-ს გადასახადების მენეჯერი ბატონი დავით მამრიკიშვილი და ფინანსური აუდიტის მენეჯერი ქალბატონი სოფო ღუდუშაური.
ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ტრენინგის მხარდამჭერია USAID-ის პროექტი G4G.
14.02.2018