ტრენინგი - „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა სამშენებლო სფეროში“
მიმდინარე წლის 22 იანვარს, „გერმანიის თანამშრომლობის ფონდის“ – GIZ ორგანიზებით დაიწყო 5 კვირიანი ტრენინგის კურსი - „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა სამშენებლო სფეროში“. ტრენინგის პირველი კვირა ჩატარდა ქობულეთში. “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” და GIZ-ის პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, ტრენინგში მონაწილეობას იღებენ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. ტრენინგს ატარებს გერმანიის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ლექტორი: ბერნად მერცი (ინჟინერ-მშენებელი (Dipl.-Ing. Univ.), MBA, LLM, სერტიფიცირებული ინსპექტორი), რაც თავისთავად უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალი დონის სწავლებას. ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომელთა განცხადებით, ტრენინგის პირველი კვირა ჩატარდა საკმაოდ საინტერესოდ და დაეთმო ზოგად შესავალს სამშენებლო უსაფრთხოებაში. ძირითადი თემები იყო: ევროსაბჭოს პოლიტიკა შრომის უსაფრთხოების საკითხებში; ევროსაბჭოს დირექტივები, რომლებიც სავალდებულოა გაითვალისწინონ წევრმა სახელმწიფოებმა, აღნიშნული დირექტივების რატიფიცირება; მიზნები და მათი შესრულება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას; როგორ უნდა შეფასდეს რისკები სამუშაო ადგილზე; რა არის დამსაქმებელთა და შრომის უსაფრთხოების ექსპერტთა პასუხისმგებლობები და ა.შ. კურსის დასრულებისას, შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. ტრენინგში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ორგანიზატორი ორგანიზაცია.
29.01.2018