ასოციაციის კიდევ ერთი წევრი კომპანია "თეთრ სიაში"

ასოციაციის კიდევ ერთი წევრი კომპანია - სს „კავკასავტომაგისტრალი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში!
სს „კავკასავტომაგისტრალი“ ძირითადად სამუშაოებს ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, ყაზბეგის რაიონში და ჭიათურაში. კომპანია გარდა საგზაო-სამშენებლო სამუშაოებისა, ემსახურება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას.
სამი წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რომელიც დადებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, სს „კავკასავტომაგისტრალი“ უზრუნველყოფს აღნიშნული გზის მონაკვეთის მოვლა-შენახვას.
11.12.2017