საინფორმაციო შემეცნებითი ტური გერმანიაში
მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ),
გერმანიის ხელოსანთა პალატის და გერმანიის სამშენებლო ხელოსნობის ცენტრალური გაერთიანების ორგანიზებით, გერმანიაში, ქ. ბერლინში ჩატარდა საინფორმაციო შემეცნებითი ტური: „მშენებლობის უსაფრთხოება და სამშენებლო დუალური პროფესიული განათლება“.
აღნიშნულ ტურში მონაწილეობის მისაღებად ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და მისი წევრი ორგანიზაციები მიიწვია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ).
საქართველოდან სხვადასხვა კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, ასოციაციიდან გაემგზავრნენ: ენსისი-ს დამფუძნებელი, გეგი ქელბაქიანი, L & L-ის დირექტორი, ბესარიონ მარშანია, სპეცჰიდრომშენი-ს ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზაზა კოპალეიშვილი, თბილი სახლი-ს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დავით ჩაჩანიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანა საბახტარიშვილი. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებელი და გიმნაზია, ლაიფციგის განათლებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, ბერლინის მშენებარე სასახლე უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრაქტიკული მაგალითებით, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ხელოსანთა პალატაში, გერმანიის სამშენებლო ხელოსნობის ცენტრალური გაერთიანებაში და საწარმოთაშორისო საგანმანათლებო ცენტრში, შეხვდნენ ქ. შვერინის მერიის სამშენებლო დეპარტამენტის უფროსს და ა.შ.
საინფორმაციო შემეცნებითი ტური აღმოჩნდა საკმაოდ საინტერესო და ინფორმატიული, ასოციაციის დირექტორი და წევრები გაეცნენ სასარგებლო და საჭირო პრაქტიკას, რაც დანერგილია გერმანიაში, ქართული და გერმანული მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთობების გაღრმავებასა და გერმანიის გამოცდილების გაზიარებით დუალური პროფესიული განათლების საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.
07.12.2017