კომპანიის სიახლეები
22.03.2021
19 მარტს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, შრომის
ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელთან ბექა ფერაძესთან სამშენებლო
სექტორის წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
19.03.2021
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, 17 მარტს, ღონისძიებას
უმასპინძლა. ღონისძიების ფორმატი ორი ნაწილისგან
შედგებოდა; საჯარო-კერძო დიალოგი, თემაზე „პროფესიული განათლება:
გამოწვევები და პერსპექტივები“ და ფორუმი, რომელიც მშენებლობაში
დასაქმებას ითვალისწინებს.
12.03.2021
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ ონლაინ ტრენინგს HR-ის მიმართულებით: ადამიანური რესურსების საკითხების მენეჯმენტის მოკლე კურსი.
10.03.2021
„მეუბნებოდნენ რომ ქალისთვის რთული იქნებოდა ეს სამუშაო, მაგრამ
თავიდანვე ვფიქრობდი, რომ შევძლებდი“;
„სხვას თუ შეუძლია, მე რატომ ვერ შევძლებ?! შემართებით
მოვედი“;
„არ გინდა ქარხანაში მუშაობაო, მაგრამ მე მიყვარს და ვაკეთებ ჩემს
საქმეს“- დაძლეულ ბარიერებსა და საკუთარ საქმეზე „ინფრასტრუქტურის
მშენებელთა ასოციაციის“ წევრ კომპანიებში დასაქმებული ქალები
საინტერესოდ მოგვითხრობენ.
17.02.2021
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ ტრენინგ კურსს -
საბაჟო პროცედურები.
ონლაინ კურსი 5, თითო 3-საათიანი შეხვედრისგან, შედგება და
მონაწილეები გაეცნობიან საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებულ შემდეგ
საკითხებს:
12.02.2021
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მორიგ ტრენინგ კურსს
გთავაზობთ, ამჯერად, მშენებლობაში სანებართვო საკითხების
მიმართულებით.
11.02.2021
11.02.2021
ICCA-ს მხარდაჭერით, ასოციაციის წევრები San Diego State
University Georgia-ის, პროექტ CAPSTONE-ის პარტნიორები არიან.
საგანმანათლებლო პროექტს შემდეგი წევრი კომპანიები INSI Construction
& Building Co., Domson's Engineering & Construction, Basalt
Fibers, LLC ARALI, CIC Group და EMG უჭერენ მხარს.
25.01.2021
დასრულდა სატრენინგო კურსი „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის
ვალდებულებები და პირველადი დახმარება“, რომელიც ასოციაციის
ორგანიზებით შედგა და განკუთვნილი იყო ორგანიზაციაში შრომის
უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ადამიანებისა და სხვა
დაინტერესებული თანამშრომლებისთვის.