Construct.ge
ინოვაციური სტარტაპი - “Construct.ge” დაარსდა “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის”, შპს “ვისეილის” და შპს “მოდულატორის” მიერ 2016 წელს.
Construct.ge-ს შექმნის მთავარი მიზანი სამშენებლო ბაზარზე ვაჭრობის და საბაზრო ფასების კვლევის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარება იყო. ვებ-სისტემები, რომელსაც Construct.ge თავაზობს მომხმარებლებს, ერთდროულად ჭრის რამოდენიმე პრობლემას სამშენებლო ბაზარზე.
ვებ-გვერდი დახმარებას უწევს: მწარმოებელ, სამშენებლო, საპროექტო, საექსპერტო კომპანიებს ნებისმიერი საკითხის გასამარტივებლად, პლატფორმის საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ:

• სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა და ამ პროცესის სრული ავტომატიზაცია;
• შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების/დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნა;
• ფასების ინდექსაცია სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას.
კომპანიებს აქვთ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოვებას, ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას და, რაც მთავარია, გაამარტივებს სამუშაო პროცესს არა ერთი კომპანიისა თუ იურიდიული პირისათვის.