სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პროექტი
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანია, შემსყიდველისა და მისი ზემდგომი ორგანოების დაუყოვნებელი ინფორმირება ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დარღვევების აღმოფხვრისა და საჯარო შესყიდვების პროცედურის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე მონიტორინგის შედეგების შესახებ რეპორტის მომზადება და მისი საზოგადოებისთვის გაცნობა.
მონიტორინგის ფარგლებში, ასოციაცია ეცნობა მშენებლობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს, პროცესებს - დაგეგმვის ეტაპიდან გამარჯვებულის გამოვლენამდე;
დაწყებული შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობიდან, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ჩათვლით.