პროექტები
ინოვაციური სტარტაპი - “Construct.ge” დაარსდა “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის”, შპს “ვისეილის” და შპს “მოდულატორის” მიერ 2016 წელს.
Construct.ge-ს შექმნის მთავარი მიზანი სამშენებლო ბაზარზე ვაჭრობის და საბაზრო ფასების კვლევის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარება იყო.
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანია, შემსყიდველისა და მისი ზემდგომი ორგანოების დაუყოვნებელი ინფორმირება ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დარღვევების აღმოფხვრისა და საჯარო შესყიდვების პროცედურის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე მონიტორინგის შედეგების შესახებ რეპორტის მომზადება და მისი საზოგადოებისთვის გაცნობა.