
ასოციაციასა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრ“-ს
შორის, პროფესიული განათლების განვითარების, კოლეჯისა და ასოციაციის
ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით,
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯის
მასწავლებელთა/სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სიახლეების
დანერგვის მიზნით ხორციელდება ერთობლივი პროექტები - საგანმანათლებლო
პროგრამების შემუშავება, სპეციალისტთა გადამზადება, მასწავლებელთა
მომზადება და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების
დანერგვა.
ასოციაცია კომპეტენციის ფარგლებში, ცდილობს
ხელი შეუწყოს კოლეჯის კურსდამთავრებულების დასაქმებასა
და
პროფესიულ კარიერულ წინსვლას.