ლეგი

შპს „ლეგი“ ბეტონის ნაკეთობათა კომპანიაა, რომელიც 2011 წელს  დაარსდა. კომპანია ვიბროდაწნეხილ ფილებს, სამშენებლო ბლოკებს, საგზაო, ტროტუარისა და პარკის ბორდიურებს  აწარმოებს. 
"ლეგის" უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოები თბილისსა და ქობულეთში მდებარეობს. კომპანიას განხორციელებული აქვს ისეთი დიდი პროექტები, როგორებიცაა: ბათუმის ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოპირკეთება, ბათუმის პორტის ტერიტორია, ქობულეთის, ზუგდიდის, ხობის და ქუთაისის ქუჩების, პარკების და ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოები და ა.შ.
"ლეგის" ექსპერტთა გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის ნედლეული. ასევე კონტროლდება პროდუქციის დამზადების პროცესი, საწარმოში არსებული თანამედროვე ლაბორატორიით, იმისათვის, რომ მომხმარებელს შესთავაზოს  ევროპული სტანდარტების მქონე ბეტონის ნაკეთობები.
„ლეგი“ ქმნის პროდუქტს, რომელიც არის: ყინვამედეგობის,წყალშთანთქვის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნების შესაბამისი.

დამატებითი ინფორმაცია