ლიბერთი ბანკი
„ლიბერთი“ აქტივების მიხედვით, სიდიდით მესამე ბანკია საქართველოში.
კომპანია ახორციელებს საბანკო მომსახურებას, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის უმსხვილესი ქსელის მეშვეობით, რომელიც მოიცავს 600-ზე მეტ ფილიალსა და მომსახურების ცენტრს საქართველოს მასშტაბით.
„ლიბერთი“ განსაკუთრებულად ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესეზე, თვითდასაქმებულ ფიზიკურ პირებზე, საჯარო განათლების ინსტიტუტებზე და სახელმწიფო ორგანიზაციების მომსახურებაზე. ყოველთვიურად საქართველოს 1,5 მილიონი მოქალაქე სტუმრობს „ლიბერთის“ საბანკო სერვისების მისაღებად.
2018 წლის სექტემბერში „ლიბერთის“ ფინანსურმა კომპანია “Standard and Poor’s”-მა მიანიჭა B/B რეიტინგი. 2017 წლის ოქტომბერში ბანკის აქციათა 74,64% შეძენილ იქნა ჰოლანდიაში დარეგისტრირებული „ევროპული ფინანსური ჯგუფის“ მიერ.

დამატებითი ინფორმაცია