უკრაინულ ქართული საინვესტიციო ჯგუფი

კომპანია ,,უკრაინულ ქართული საინვესტიციო ჯგუფი" 2017 წელის თებერვალში დაფუძნდა. კომპანია ოპერირებს დიდი გამოცდილების მქონე უკრაინელ პარტნიორებთან ერთად; ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს; როგორც ინვესტირების, ისე ტექნიკური მომარაგების, მშენებლობის მენეჯმენტის და ექსპერტიზის კუთხით. უკრაინული კომპანია "ინტერექსი", რომელიც კომპანიის მთავარი პარტნიორია, უკვე ორი ათეული წელია წარმატებით მუშობს ამ მიმართულებებით როგორც უკრაინის, ისე აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
"უკრაინულ ქართული საინვესტიციო ჯგუფის" ძირითადი მიმართულებაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების: წყალმომარაგებისა და წყალარინების, გაზმომარაგების სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფა, მშენებლობა და შემდგომ ექსპლუატაციაში ელექტრონული სისტემების დანერგვა. კომპანიის პრიორიტეტია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, როგორც ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისას, ასევე არსებული ქსელების რეაბილიტირების პროცესში.
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან აღნიშნულ სექტორში.
"უკრაინულ ქართული საინვესტიციო ჯგუფი" მაღალი სიმტკიცის თუჯის მილების მწარმოებელი კომპანია Hanyco-სოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ასევე, ექსკლუზიურად წარმოადგენს საინჟირნო მაკომპექტებლების მწარმოებელ მსოფლიო ბრენდებს: Tecofi, Hawle. ჰიდროიზოლაციური დამცავი ტექნოლოგიებს: Wandex, Welesgard. მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს IT სექტორში: OrionM2M და RICOM-ს, რომლებიც უზრუნველყოფენ გაზ და წყალმომარაგების სისტემების დისტანციურ მართვას და გაწეული სერვისის აღრიცხვას.
კომპანიის მთავარი დამკვეთი არის კომპანია "Georgian Water and Power", ვისი დაკვეთითაც უზრუნველყოფს სტრატეგიული პროექტის - 7 კილომეტრიანი მაგისტრალური წყალსადენის მშენებლობის მომარაგებას ირანული კომპანია Hanco-ს მაღალი სიმტკიცის თუჯის მილებითა და გერმანული VonRoll Hydro-ს მაკომპექტებლებით. პროექტი განხორციელდა თბილიში, თაბორის მთის ტერიტორიაზე . მშენებლობის პროცესში, რთული რელიეფიდან გამომდინარე, კომპანიას მოუწია მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ექსპერტების დახმარებით თავი წარმატებით გაართვა და საქართველოში დაინერგა ახალი, მაღალგაბარიტიანი მაგისტრანული წყალსადენების მშენებლობის სტანდარტი.
კომპანიის უახლოეს გეგმებშია აგრეთვე თბილისში ლოჯისტიკური ბაზის გაკეთება, სადაც კომპანიის პარტნიორების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.