ბილდინგ ჰაუსი

შპს ,,ბილდინგ ჰაუსი“ 2009 წელს დაარსდა. კომპანიის გუნდი უკვე 9 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო და სარემონტო მომსახურებას ეწევა.
კომპანია ინდივიდუალურ კლიენტებს თავაზობს სხვადასხვა სირთულის სამშენებლო-საინჟინრო პროექტების შესრულებას.
კომპანიის მომსახურება მორგებულია ნებისმიერი კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, რაც გულისხმობს: მშენებლობის და რემონტის საუკეთესოდ დამუშავებული პროექტის, დიზაინის და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას: საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას (რომელშიც შედის როგორც არქიტექტურული და საინჟინრო მუშა ნახაზები, ასევე ხარჯთაღრიცხვა), არქიტექტურულ პროექტირებას- სახლის გარე და შიდა დაგეგმარება, კონსტრუქციის აწყობა და საჭირო გათვლები საერთო სამშენებლო სამუშაოებისთვის - მიწის ნაკვეთზე საჭირო სამუშაოების ჩატარება, საძირკველის მოწყობა, შენება.
კომპანია ნებისმიერ კლიენტს თავაზიბს ინდივიდუალურ მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს და კლიენტის საჭირებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპისა და სირთულის სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას.

გარდა ამისა, შპს „ბილდინგ ჰაუს“-ი ამჟამად მუშაოებს პლატფორმის (აპლიკაციის) შესამუშავებლად რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, ე.წ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ასაშენებელი შენობის საორიენტაციო ღირებულების გამოთვლა 5 და 10 %- მდე ცდომილებით.

დამატებითი ინფორმაცია