ჯეოტურანი
„ჯეოტურანი“ დაარსდა 2010 წელს.
კომპანიის ძირითადი მიმართულებაა წყლის და გაზის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობა.
მისი მიზანია ევროპაში აღიარებული სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქართულ ბაზარზე.
კომპანია სპეციალიზირებულია წყლის და გაზის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის, პოლიეთილენის მილებისა და მასალების შესადუღებელი აპარატების, მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემების საწმენდი და სადიაგნოსტიკო მოწყობილობების, მილების სკანირების რობოტების, გათბობისა და განახლებადი ენერგიების სისტემების რეალიზაციასა და მომსახურებაზე.
ამავდროულად, კომპანია ადგილზევე ახდენს 20-1000 დიამეტრის ჩათვლის პოლიეთილენის სხვადასხვა ფიტინგების წარმოებას, იტალიური ულტრათანამედროვე დანადგარებისა და კვალიფიციური სერთიფიცირებული შემდუღებლების საშუალებით. კომპანიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ამ სფეროში და მსოფლიოში წამყავან ბრენდებთან TURAN BORFIT“-ი (www.turanmak.com), „ROTHENBERGER“- ი (www.rothenberger.com), „VIESSMANN”-ი (www.viessmann-us.com ) თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა გლობალური ქსელი, და კარგად ორგანიზებული სასაწყობე სისტემა, რაც იძლევა საშუალებას ოპერატიულად და მაქსიმალურად ეფექტურად მაოხდინოს პროდუქციის მიწოდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მათ შორის: აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უკრაინა. „ჯეოტურანი“ თბილისისა და ქუთაისში ანხორციელებს პროექტ - „ევრომასტერს“, რომელიც უზრუნველყოს შიდა და გარე მილგაყვანილობის ქსელის ტექნიკურად გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ, პოლიეთილენის მილების შედუღება, საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემის წმენდა-დიაგნოსტიკა, კამერით დათვალიერება და დეფექტოსკოპირება. აღნიშნული ტექნოლოგიების და უახლესი ლაბორატორების პრაქტიკაში დამკვიდრება და ექსპლუატაციაში შესვლა, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ბაზრის განვითარებაში.
„ჯეოტურანი“-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პროფესიულ-ტექნიკური განათლების ხელშეწყობა და მოტივირებული ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლება. წლების მანძილზე კომპანიამ არაერთი პროექტი განახორციელა აღნიშნულ სფეროში სტუდენტების პრაქტიკულ გადამზადებასა და მათ დასაქმებაში. „ჯეოტურანი“ სისტემატიურად ატარებს სასერთიფიკატო-სატრენინგო კურსებს პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის პირა-პირა და ელექტროშედუღების მეთოდიკის მიმართულებით, რომელსაც უძღვებიან ქ. სტამბულის წყლის და გაზის მაგისტრალური მილსადებისა და ენერგოტექნიკის სასწავლო სატრენინგო, სასერთიფიკაციო ცენტრის „UGETAM” -ის (www.ugetam.ge)