მამისონი
სამშენებლო კომპანია "მამისონი" მრავალი წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზეა და განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები დაწყებული ჰიდროტექნიკური ნაგებობათა კომპლექსებიდან, დამთავრებული სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობებით.

2017 წელს სამშენებლო კომპანია მამისონი „ევორდ ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შევიდა.
მამისონის მიზანია მომხმარებლებისა და პარტნიორების მხარდაჭერა პროფესიონალიზმით, მუდმივი განახლებებით, თანამედროვე მშენებლობის სტანდარტებისა და ინოვაციური სამშენებლო ტექნოლოგიების დანერგვით.

სერვისები :
• ჰიდროტექნიკური შმენებლობა;
• მდინარის ნაპირსამაგრი და დამცავი ნაგებობის მშენებლობა;
• სატრანსპორტო მშენებლობა; • გვირაბმშენებლობა;
• სამრეწველო მშენებლობა;
• სამოქალაქო, კულტურული და საკულტო ნაგებობების მშენებლობა.

შესრულებული პროექტები:
მამისონი”-ის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოები მოიცავს ისეთ ობიექტებს როგორიცაა:

ჰიდროტექნიკური შმენებლობა:
• უნიკალური ჟინვალის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი;
• რუსთავთან, მდ.მტკვარზე, სათავე კვანძის გვერდითი წყალმიმღები ნაგებობა თბოელექტროსადგურის წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემის მშენებლობა;
• საცხენჰესის სწრაფმდენის აღდგენა-გამაგრება;
• რიონჰესის წყალსაგდების აღდგენა-რეკონსტრუქცია;
• თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქცია;
• თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მჭიდროდ დასახლებულ ზონაში, აშენდა სასმელი წყლის 2X5000 მ3 ტევადობის მიწისქვეშა რეზერვუარი;
2000 წელს, მთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიამ მოღვაწეობა განაგრძო რუსეთის ფედერაციაში, რესპუბლიკა ჩრ.ოსეთი-ალანიას ტერიტორიაზე, მდ. არდონზე მშენებარე, ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობების კომპლექსის დასამთავრებლად. კომპანიის მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული იქნა არაერთი მდინარის ნაპირსამაგრი და დამცავი ნაგებობა:
• სოფელ ბალღოჯიანთან მდ. შოროხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• ჩოხატაურის რაიონში მდ სუფსის მარჯვენა სანაპიროს ნაპირგამაგრება;
• ოზურგეთის მდ სკუნჩას ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია: მოეწყო წყალდიდობის შედეგად გამორეცხილი გაზსადენის მილის მაგისტრალზე მიწაყრილის აღდგენა და ბეტონის დამცავი კედლის მოწყობა;
• მაგისტრალზე დაბა ფასანაურთან შესრულდა გაბიონის ტიპის ნაპირდაცვა გალვანიზებული გაბიონის ყუთებით;
• თბილისში პატარახევძმარის კოლექტორის დაზიანებულ მონაკვეთს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა. სატრანსპორტო მშენებლობა:
• მდ.ენგურის ხეობაში, მაღალმთიან პირობებში გაყვანილ იქნა საავტომობილო გზა კონსოლური კონსტრუქციების გამოყენებით;
• საქართველოს სამხედრო გზაზე, დაბა ჟინვალის და სოფ. ანანურის მონაკვეთზე განხორციელდა 15 კმ საავტომობილო გზის მშენებლობა 2 უნიკალური ხიდით;
• ინგუშეთის რესპუბლიკაში (რუსეთის ფედერაცია), მდ. ასას ხეობაში,ურთულეს საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში განხორციელებულ იქნა ალყუნ-თარგიმის საავტომობილო გზა;
• აიგო სატრანსპორტო კვანძი ქ.თბილისში გმირთა მოედანზე და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, თამარ მეფის ხიდთან დამაკავშირებელი მრავალმალიანი ესტაკადა; თბილისი-აეროპორტის ავტოსტრადის მონაკვეთი;
• ქ.სოჭის ასაქცევი გზის 12 კმ უბანი;
• მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები შესრულდა ქ.ფოთის პორტის რეკონსტრუქცია-გაფართოვებაზე;
• აშენდა სატვირთო მანქანების სადგომი და სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი, რომელიც საქართველოს ევროპის ქვეყნებთან აკავშირებს. და სხვა; გვირაბმშენებლობა:
• მსოფლიო გვირაბმშენებლობის პრაქტიკაში ერთ-ერთი უნიკალური ტრანსკავკასიური რკინიგზის არხოტის ტრანსკავკასიური გაზსადენის გვირაბები კავკასიონზე, დარიალის ხეობაში;
• საავტომობილო გვირაბები საქართველოს სამხედრო და ქ.სოჭის ასაქცევ გზაზე, სპიტაკი-ნალბანდის და სევანი-დილიჟანის (სომხეთის რესპუბლიკა) საავტომობილო გზებზე;
• მეტროპოლიტენის სადგურები და გადასარბენი გვირაბები ქ.თბილისსა და ქ.მოსკოვში;
• ზარამაგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსში შემავალი სხვადასხვა კვეთის სადაწნეო და დერივაციული გვირაბების ცალკეული მონაკვეთები.
• ხაიში_მესტიის გზაზე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 160 მ სიგრძის და 92 მ2 განივი კვეთის საავტომობილო გვირაბი;

საქართველოს მთავარ ავტომაგისტრალზე არსებული რიკოთის საავტომობილო გვირაბის სუსტ გეოლოგიურ მონაკვეთებზე შესრულდა გამაგრებითი სამუშაოები კერძოდ:
• საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 96 – კმ 107 მონაკვეთზე არსებული გვირაბების (გალერეების) სარეაბილიტაციო სამუშაოები;
• მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული საგურამოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის, I და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია.

სამრეწველო მშენებლობა:
• 1997 წელს კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის სუფსის ტერმინალის მშენებლობაზე. უცხოური ფირმების ("კელერი" - გერმანია, "ენტროპოსი" - საფრანგეთი, "ტმლ-ბოროვა" - თურქეთი) თანაკონტრაქტორმა, სამუშაოები შეასრულა საკონტრაქტო ვადებში;
• ახალზელანდიურ ფირმა მაკ კონელ დოუელთან და თურქულ ფირმა "ტექფენთან" ერთად განახორციელა ნავთობსადენის წნევის დამწევი სადგურებისა და ტრასის ცალკეული მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები.
• კომპანია "ბრიტიშ პეტროლიუმის" ავიასაწვავით გასამართი სადგურის მშენებლობა ქ.თბილისის აეროპორტში;
• კაეშუტის კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელი კომბინატის მშენებლობა თურქმენეთის რესპუბლიკაში;

სამოქალაქო, კულტურული და საკულტო ნაგებობების მშენებლობა:
• "მამისონს" ერგო პატივი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისა. კომპანიის ძალებით აგებულ იქნა ამ უნიკალური ნაგებობის მონოლითური კარკასის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამრეკლოს შენობა და კომუნიკაციები.

სხვადასხვა წლებში შესრულებულ იქნა ისეთი ნაგებობები, როგორიცაა:
• რესტორანი “მაკდონალდსი” რუსთაველის გამზირზე;
• ბაზალეთის დასასვენებელი კომპლექსი;
• რუსთაველის თეატრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები;
• სავაჭრო კომპლექსების მშენებლობა და რეკონსტრუქცია.