ნოვა
კომპანია "ნოვა" 2006 წელს დაარსდა.
თავდაპირველად, კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია იყო.
2011 წლიდან, კომპანიამ სამშენებლო მასალების წარმოების სხვადასხვა მიმართულების განვითარება დაიწყო.
დღეისათვის, სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია ნოვა 100-ზე მეტი დასახელების პოლიეთილენის წყლის ავზის; 30-ზე მეტი დასახელების სასახურავე მასალის და აქსესუარის; 40-ზე მეტი დასახელების თაბაშირ-მუყაოს, მეტალოპლასტმასის პროფილის და აქსესუარის მწარმოებელია.
ნოვა ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორიცაა: IZOCAM, BETEK, RIGIPS, YEPSA, TEMPO, INGCO, TERMOBOR და სხვ; ფლობს ორ საგამოფენო დარბაზს თბილისსა და ბათუმში.
2011 წელს, ნოვამ სამშენებლო მასალების წარმოება სასახურავე მასალებით დაიწყო - ფერის, ზომისა და ფორმის მიხედვით;
2012 წელს, დაემატა თაბაშირ-მუყაოს პროფილების და აქსესუარების საწარმოო ხაზი; ამავე წელს გაიხსნა ნოვას ბათუმის ფილიალი.
2013 წელს კომპანიამ ISO 9001:2008 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო.
2014 წელს, ნოვას ბათუმის ფილიალში პოლიეთილენის წყლის ავზების საწარმო და საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. ამავე წელს კომპანიამ დაიწყო სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოება და ექსპორტი სომხეთში.
2015/2016 წლებში, ნოვამ ბათუმის ახალ ფილიალში, სასახურავე მასალების და თაბაშირ-მუყაოს პროფილების წარმოება დაიწყო. 2016 წლის ნოემბერში ნოვას თბილისის ფილიალში, განახლებული საგამოფენო დარბაზი გაიხსნა.
2017 წელს, ნოვამ ბათუმის ფილიალში, ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოს პროფილების და მეტალოპლასტმასის პროფილების წარმოებას დაიწყო. ასევე, გააფართოვა ავზების საწარმოო ხაზი და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ღია ტიპის ავზებს აწარმოებს.
2017 წლის სექტემბერში, კომპანიამ ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატის განახლებულ სტანდარტი დანერგა.

დამატებითი ინფორმაცია