HSE სერვის ჯგუფი
კომპანია „HSE სერვის ჯგუფი“ დაფუძნდა 2017 წელს, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების მიერ.
დამფუძნებლების უმრავლესობას გააჩნია ქვეყნის შიდა და ასევე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კომპანია ოპერირებს 25 ობიექტზე და ოპერირების ფარგლებში არცერთ ობიექტზე არ დაფიქსირებულა დარღვევა, არ შექმნილა საგანგებო სიტუაცია და არცერთი კომპანია არ აღმოჩენილა მარეგულირებელი ორგანოების მიერ სანქცირებულთა სიაში.
კომპანია ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურებას:
• ობიექტზე კვალიფიციური კადრი სრული განაკვეთით (რეგისტრაცია მერიაში);
• შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა;
• სახანძრო უსაფრთხოების გეგმის შედგენა;
• საევაკუაციო გეგმის შედგენა;
• სამუშაო პროცესის სრული კონტროლი;
• ტექნიკური უსაფრთხოების კონტროლი;
• შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შექმნა;
• დოკუმენტაციის დანერგვა;
• დოკუმენტაციის მუდმივი წარმოება და კონტროლი;
• რეკომენდაციების შესრულების ვადებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
• ინსტრუქტაჟის ჩატარება თვეში ერთხელ;
• შიდა საჯარიმო სისტემის შემუშავება;
• რეპორტინგი;
• პასუხისმგებლობა: ფინანსური, მატერიალური, იურიდიული.