საქართველოს სალიზინგო კომპანია

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელსაც 17-წლიანი გამოცდილება აქვს სალიზინგო მომსახურების სფეროში.
ის იყო პირველი სალიზინგო კომპანია, რომელმაც საქართველოში მომხმარებლებს შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს.
„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მათზე მორგებულ სალიზინგო მომსახურებას სთავაზობს; მათ შორის: ფინანსურ ლიზინგს, უკულიზინგსა და საოპერაციო ლიზინგს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამარტივებული პროცედურის გამო, ლიზინგის გაცემა უკვე შესაძლებელია განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღეს.
2015 წლიდან „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ უკვე ფიზიკურ პირებსაც აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ ისეთი ინოვაციური სალიზინგო პროდუქტებით, რომლებიც ბაზარზე ამ დრომდე არ იყო წარმოდგენილი.

დამატებითი ინფორმაცია