ფოლადის სახლი
ლითონის ინდუსტრიაში მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილების საფუძველზე, 2014 წელს დაარსდა ჰოლდინგი „ფოლადის სახლი“, რომელიც მომხმარებელს მომსახურების უმაღლეს ხარისხს თავაზობს.
ჰოლდინგის მთავარ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რკინის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. ამასთან, „ფოლადის სახლი“ აქტიურად არის ჩართული ფერადი და შავი ლითონების ექსპორტის ინდუსტრიაში; ახორციელებს ლითონკონსტრუქციების აწყობა-მონტაჟს და აკუმულატორების გადამუშავებით მიღებული ტყვიის ზოდების გატანას საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს:
- მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირება;
- ინდივიდუალური მიდგომა;
- მაღალი ხარისხის მასალით და მომსახურებით უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაცია