თიბისი ბანკი
თიბისი ბანკი საქართველოში პირველი ბანკია ყველა საკვანძო პარამეტრის გათვალისწინებით.
ბანკ რესპუბლიკას შემოერთების შემდეგ, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის მთლიანი საბანკო აქტივები შეადგენს 36.5%-ს, სასესხო პორტფელი - 38.2%-ს, სადეპოზიტო პორტფელი კი - 38.6%-ს. თიბისი ბანკი ემსახურება საცალო, მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიულ სეგმენტსა და 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
თიბისი ბანკს საქართველოს მასშტაბით 7,100 თანამშრომელი ჰყავს. 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკის ფილიალების რიცხვი 169-ს შეადგენს (თიბისი კრედიტის ჩათვლით).
თიბისი ბანკის აქციები 2014 წლიდან ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2016 წელს ბანკმა ლონდნის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა. 2017 წლიდან თიბისი ბანკი FTSE 250 ინდექსში შევიდა, რის შემდეგაც მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 350 უმსხვილეს კომპანიას შორის ივაჭრება.
მომხმარებელთან ურთიერთობის ოცდახუთწლიანი გამოცდილების შედეგად, თიბისი ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობად და სანდო ბრენდად ჩამოყალიბდა. თიბისი ბანკის რეპუტაციას კლიენტებთან ურთიერთობის მაღალი ხარისხი, ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობა, ტექნოლოგიურად საუკეთესო და მრავალფეროვანი მომსახურების არხები და ინოვაციური კამპანიები განაპირობებს. თიბისი ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: ის არაერთხელ დასახელდა „საქართველოს საუკეთესო ბანკად“ ისეთი გავლენიანი ფინანსური გამოცემების მიერ, როგორებიც არიან Global Finance, EMEA Finance, Euromoney და The Banker. 2017 წელს თიბისი ბანკს დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა.

დამატებითი ინფორმაცია