ენერჯი

შპს "ენ ერ ჯი ჯორჯია" სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციას აწარმოებს. 2015 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია, რამაც ხელი შეუწყო საწარმოს მნიშვნელოვან გაფართოებას. მოხდა საწარმოს გადაიარაღება, კაბელების დამზადების ყველა ხაზი აღჭურვილია გერმანული წარმოების ავტომატიზაციის სისტემით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, მოცულობა, ჩამოყალიბდა მყარი ბიზნეს-კონტაქტები ნედლეულის მომწოდებლებთან რუსეთის ფედერაციიდან და უზბეკეთიდან, შეიქმნა ეფექტური და მობილური სადისტრიბუციო ქსელი. ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხი, კონკურენტუნარიანი ფასი და ფართო ასორტიმენტი წარმოადგენს მთავარ უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში ადგილობრივ ბაზარზე.