ა(ა)იპ “მშენებლობის ინსპექტირების აკრედიტებულ პირთა ასოციაცია“
ა(ა)იპ “მშენებლობის ინსპექტირების აკრედიტებულ პირთა ასოციაცია“ დაფუძნდა 2017 წელს. ასოციაციის დამფუძნებლები არიან საექსპერტო ორგანიზაციები:
• შპს „საქექსპერტიზა“
• შპს “მშენექსპერტი“
• შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“
• შპს „ოპტიმალ გრუპ +“
• შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“

ასოციაციის მიზნებია: ასოციაციის წევრების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა; ინსპექტირების ხარისხისა და პრესტიჟის ამაღლება; მშენებლობის/ინსპექტირების ბაზრის კვლევა-მონიტორინგი; მშენებლობის ხარისხის და უსაფრთხოების გაზრდა; ინსპექტირების სქემების და მეთოდების დახვეწა და ჰარმონიზება საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად; ასოციაციის წევრი კომპანიების კვალიფიცირებული კადრებით უზრუნველყოფა, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრების შექმნა და მართვა; სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო ურთიერთობა სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის და მოდერნიზების მიმართულებით.