დინ გრუპი
შპს „დინ გრუპი“ დაარსდა 2014 წელს. ამ დროისთვის კომპანიის ძირათად საქმიანობას ტექნიკის იჯარა და ბეტონის რეალიზაცია წარმოადგენდა.
2015 წლიდან კომპანიამ გააფართოვა სამუშაო არეალი და დღემდე ასრულებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაკვეთებს სხვადასხვა მიმართულებით: საექსკავაციო სამუშაოები, გზების კაპიტალური რეაბილიტაცია, ქვაფენილების მოწყობა, ახალი საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების მოწყობა, ბეტონის რეალიზაცია და ტექნიკით მომსახურება.
დღეის მდგომარეობით კომპანია „დინ გრუპს“ შესრულებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის მასშტაბით.
ასევე, კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოები. ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც თბილისის მერიასთან, ასევე ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა დიდ კომპანიასთან.

დამატებითი ინფორმაცია