NEXIA TA
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა და აუდიტორულ კომპანია NEXIA TA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ნექსია თიეი“, ასოციაციის წევრ კომპანიებს თავაზობს შემდეგ სერვისებს: - მარწმუნებელი მომსახურება: აუდიტი და მიმოხილვა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), სხვა მარწმუნებელი გარიგებები; საგადასახადო მომსახურება: საგადასახადო აუდიტი, საგადასახადო კონსულტაციები, საგადასახადო დავების გადაწყვეტა, საერთაშორისო დაბეგვრა, სატრანსფერო ფასწარმოქმნა (Transfer Pricing), საგადასახადო დაგეგმვა (ოპტიმიზაცია), მხარდაჭერა საგადასახადო შემოწმებისას; საბუღალტრო მომსახურება: მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვა, მიმდინარე საგადასახადო მხარდაჭერა, ფინანსური ანგარიშგების მომზადება; კონსალტინგი: მენეჯმენტი, შეფასება, ტრანზაქციების მხარდაჭერა, ანგარიშგება და ბიუჯეტირება, ბიზნეს გეგმების მომზადება, კორპორატიული ფინანსები; იურიდიული მომსახურება: კორპორატიული სამართალი, შრომითი სამართალი, მხარდაჭერა სამართლებრივ დავებში.
აღნიშნულ მომსახურებებს, ხელშეკრულების თანახმად, ასოციაციის წევრი კომპანიები მიიღებენ 40%-ით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე სხვა “Nexia Ta”-ს კლიენტი კომპანიები.
აღსანიშნია, რომ ხელშეკრულების თანახმად, ასოციაციის წევრ კომპანიას, აქვს სრული უფლება, სურვილისამებრ, არ გამოიყენოს „ნექსიას“ მომსახურება და მიმართოს მისთვის სასურველ, სხვა აუდიტორულ კომპანიას მომსახურებისთვის.

NexiaTa-სთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ასოციაციამ მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან: Crowe Horwath, Deloitte, BDO, KPMG, Price Water Cooper, EY, რომელთაც საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს ასოციაციის წევრთა საერთო კრებაზე, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა ხმათა უმრავლესობით, გაიმარჯვა Nexia Ta-მ.

დამატებითი ინფორმაცია