B.N.G.
ახალდაფუძნებული კომპანია „B.N.G.“ არის ბრიტანული კომპანია „Asi Solutions”-ის ოფიციალური წარმომადგენელი რეგიონში და ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც ფოკუსურებულია ასფალტის სფეროში ინოვაციებზე და ახალი ტექნიკური პროდუქციის გამოგონება/წარმოებაზე.

„Asi Solutions” დაფუძნდა 1997 წელს და მისი სერვისის განხორციელების ზონებია: ურბანული და საქალაქთაშორისო გზები, აეროპორტები, სატესტო ტრეკები, პორტები.
ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი, მალაიზია, სინგაპური, ვიეტნამი, ისლანდია, ესპანეთი და პორტუგალია.
პროდუქტები :
• RHiNOPHALT® - ასფალტის ზედაპირის დაცვა, შენახვა
• PMB - ბიტუმის დანამატი “rhinophalt” – ის მსგავსი ფუნქციებით.
• Rhinopatch - ორმოულების შეკეთება

რინოფალტი არის ცივი დამცავი ხსნარი რომელიც აღწევს ბიტუმში და აღადეგნს ასფალტის ზედაპირის სიცოცხლისუნარიანობას;
შექმნილია შეაჩეროს ზედაპირული დაზიანებები მათ მოხდენამდე.

RHiNOPHALT® ბიტუმის თავზე ასფალტში წარმოქნის მემბრანას რომელიც აყოვნებს მის გაფუჭების პროცესს რომელიც გამოწვეულია ჰაერის, მზის სხივის და წყლის ზემოქმედებით.
არის სწრაფი და უვნებელი განსახორციელებლად გამოცდილ სანქცირებული კონტრაკტორების მიერ. (გზა იხსნება დასხმიდან 1-2 საათის განმავლობაში); წარმატებულად გამოიყენება ჩქაროსნულ გზებზე, ურბანულ გზებზე, აეროპორტებში, ტაქსის ხაზებზე, მანქანების საგამოცდო ტრეკებზე; CE მარკა და ერთადერთი ასფალტის შენახვის ტექნოლოგია BBA HAPAS სერთიფიკატით (დიდი ბრითანეთის საგზაო დეპარტამენტი).

რინოფალტის გამოყენებით ვიღებთ ასფალტის გაზრდილ სიცოცხლისუნარიანობას
• 1 გადასხმა - 50%-მდე ასფალტის სიცოცხლის გახანგრძლივება. (გადაგების ხარჯის აცილება)
• მე-2 გადასხმა 100% გახანგძლივება.
• შემცირებული მოვლა შენახვის ხარჯები
• 30% - 40% შემცირებული მოვლა შენახვა
• 40% შემცირებული დაუგეგმავი ჩარევა.
• სწრაფი განსახორციელებლად
• – 20,000 - 30,000 მ2 თითო ცვლა
• 88% შემცირებული ნახშირბადის გამოყოფა.
• ესთეტიურობა – დამუშავებული ზედაპირი ახალი დაგებული ასპალტის იერით, შავი ფერი.
• მალტენი აძლევს ბიტუმს ელასტიურობას, სიცხე და რადიაცია მას აშრობს.
• მალტენის დეგრადაციასთან ერთად ასფალტი ხდება მყიფე - სწრაფი ცვეთა & ბზარები.

Rhinophalt აღწევს და ქმნის დამცველ მემბრანას : აპლომბირებს აუცილებელ ზეთებს და ფისის, ასფალტენებს და მალტენებს; გასადნობად ჭირდება უფრო მაღალი ტემპერატურა ვიდრე ბიტუმს; აუმჯობესებს აგრეგატის შეკავებას, ამცირებს ბზარების წარმოქმნას, დნობას და დენას. გაშრობის დრო შეადგენს 1 საათს იძლევა იმის საშუალებას რომ გაიხსნას ზოლი და აღდგეს მოძრაობა რომელიც არ გამოიწვევს საცობს. შესაძლებელია გზის ზედაპირის დამუშავება ღამით.

დამატებითი ინფორმაცია