კომფორტმშენ XXI
შპს „კომფორტმშენ XXI“ დაფუძნდა 2008 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა, სამშენებლო, სამონტაჟო სამუშაოები.
„კომფორტმშენ XXI“ დაარსების თარიღიდან აქტიურად შეუდგა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას. 2009-2012 წლებში წარმატებით შეასრულა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე. 2012 წელს, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის დაკვეთით შეასრულა ამბროლაური-სორის გაზსადენის (16კმ) სამშენებლო სამუშაოები. 2013 წელს - შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების დაკვეთით - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები.
გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები.
2014-2015 წლებში კახეთის მაგისრალური გაზსადენის „რუსთავი - საგარეჯოს“ (25კმ) და სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი - მარნეულის“ (24კმ) მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები.
2016 – 2017 წლებში - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების (ჯოყოლო - ბირკიანი) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს გაზიფიცირების სამუშაოები.
მიმდინარე პროექტები:
სს საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის დაკვეთით - აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი - გარდაბანის“ 19 კმ -იან მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს; აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენისქობულეთის განშტოების 45 კმ -იან მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს.

დამატებითი ინფორმაცია