კავკასავტომაგისტრალი
სააქციო საზოგადოება „კავკასავტომაგისტრალი“ დაარსდა 1976 წელს. ამ წლების მანძილზე, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა დასახელება და არსებული სახელით, 2000 წლიდან დამკვიდრდა ბაზარზე.
ს.ს. „კავკასავტომაგისტრალი“ წარმოადგენს კერძო საწარმოს, გამოცდილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით.
კომპანიის მიწის ნაკვეთები და ბაზები განლაგებულია აღმოსავლეთ საქართველოში - ყაზბეგის, გარდაბნის, საგარეჯოს, და გურჯაანის რაიონებში. საგარეჯოს რაიონში მდებარეობს ოფისი და სასაწყობე მეურნეობა.
სააქციო საზოგადოება კავკასავტომაგისტრალის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების გეგმაზომიერ განვითარებაში უშუალო მონაწილეობის მიღება, რასაც ახორციელებს სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობით და გამარჯვების შემდგომ ახდენს პროექტების რეალიზაციას. კომპანია ძირითადად ახორციელებს საავტომობილო გზების მშენებლობას, მოდერნიცაზიასა და რებილიტაციას. კომპანიის განკარგულებაშია ძირითადი ფონდები, უძრავი ქონება, მანქანა-მექანიზმები, გერმანული მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, თურქული ცემენტ-ბეტონის ქარხანა, უკრაინული ბიტუმის ემულსიის ქარხანა და შესაბამისი ტექნიკა. ასევე, მდინარე იორზე მდებარე ორი ლიცენზირებული ინერტული მასალების კარიერი, სადაც ხდება ინერტული მასალების დამუშავება და მიიღება ქვიშა და სხვადასხვა ფრაქციის ღორღი. აგრეთვე, ყაზბეგის რაიონში მდებარე სამუშაო ტერიტორია, სადაც მდებარეობს ასფალტ-ბეტონის ქარხანა, სამსხვრევ/დასახარისხებელი დანადგარი.
სს.კავკასავტომაგისტრალი ძირითად საქმიანობას ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში, ყაზბეგში, ჭიათურაში.

დამატებითი ინფორმაცია