ერისიმედი
ს.ს. ერისიმედი წარმოადგენს სპეციალიზირებულ სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიას, მრავალწლიანი ისტორიით. 1995 წელს, ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, როგორც 100% კერძო კაპიტალის მქონე სააქციო საზოგადოება. “ერისიმედის“ ძირითადი მიმართულებებია: 220 და 110კვ ქვესადგურების ღია-გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია, მონტაჟი, გამართვა-გაშვება. 6/10კვ ძაბვის ქვესადგურების და მოწყობილობების მშენებლობა, მონტაჟი, გაშვება-გამართვა. ს.ს. ერისიმედი არის საქართველოში ქ.სანკტ-პეტერბურგის მაღალი ძაბვის აპარატურების მწარმოებელი ქარხნის “ელექტრო აპარატის” ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი. ს.ს. „ერისიმედი“ აწარმოებს სამუშაოებს ქ.თბილისში და რეგიონებში კერძო სექტორის და კორპუსების განმრიცხველიანებაზე, ქუჩების და საწარმოების გარე და შიდა განათებებზე.

დამატებითი ინფორმაცია