ჯეუ გრუპი
კომპანია “ჯეუ გრუპი დაარსდა 2008 წელს. თავდაპირველად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ტექნიკის იჯარა. 2011 წლიდან, კომპანიამ შეცვალა პროფილი და მთლიანად გადაერთო მიწის სამუშაოებზე, კერძოდ: ქვაბულების მომზადება, საავტომობილო გზის მიწის ვაკისის მოწყობა, სადემონტაჟო სამუშაოები.
2013 წლის დასაწყისში შპს „ჯეუ გრუპმა“ დაიწყო სახელმწიფო შეკვეთების შესრულება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მიუხედავად „ჯეუ გრუპის“ არც თუ ისე დიდ ხნიანი ისტორიისა, კომპანია ჩამოყალიბდა, როგორც ერთ–ერთი მსხვილი საგზაო- სამშენებლო პროექტების განმახორციელებელი სანდო კომპანია საქართველოში.
„ჯეუ გრუპი“ დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, როგორც სამშენებლო–საინჟინრო, ასევე ფინანსურ–ადმინისტრაციული მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაცია