ტრანსმშენი
ს.ს. „ტრანსმშენი“ შეიქმნა ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის ბაზაზე, 1929 წელს. მისი საქმიანობის ძირითად პროფილს წარმოადგენს საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშოები. კომპანია იყენებს თანამედროვე მასალებს და ტექნოლოგიებს, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებული იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები. ს.ს. „ტრანსმშენმა“ მრავალი უნიკალური ობიექტის მშენებლობა განახორციელა. ააშენა მრავალი ასეული კილომეტრის ახალი სარკინიგზო ხაზი, თბილისის ელმავალმშენებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნები, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, ლოკომოტივის სტადიონი, სასტუმრო „რიქსოსი“, აეროპორტის სარკინიგზო სადგური და მრავალი სხვა.

დამატებითი ინფორმაცია