საქენერგორემონტი
სს „საქენერგორემონტი“ 1957 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე. მრავალპროფილური კომპანია ძირითად სამუშაოებს ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს. საქართველოში არსებული ენერგეტიკული ობიექტების 70%-ზე მეტი „საქენერგორემონტის“ მიერ არის შესრულებული. კომპანიას გააჩნია ელექტრომექანიკური და ჰიდრო-მექანიკური წარმოების საამქროები; ამუშავებს და აწარმოებს ზეგაბარიტულ დეტალებს, ბალანსზე ჰყავს 270 ერთეული მანქანა-მექანიზმი და სპეცტექნიკა. ასრულებს ურთულეს საინჟინრო სამუშაოებს.

ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელიც ერთადერთია საქართველოში - ანძების მშენებლობა ასაწყობი ამწის („დრეიკის“) მეშვეობით; მაღალი სიზუსტის ლაზერული, სამგანზომილებიანი სკანერი (LIDAR) გეოდეზიური და კარტოგრაფიული გადაღებებისთვის.


დამატებითი ინფორმაცია