ლ ენდ ლ
სამშენებლო კომპანია შპს „ლ ენდ ლ“-ი შეიქმნა 2013 წლის აპრილში. კომპანიამ შეიძინა სამშენებლო ტექნიკა და პირველ წელს ახორციელებდა როგორც ტექნიკის იჯარას, ასევე წვრილ სამშენებლო სამუშაოებს.
2014-2015 წლებში, მოხდა სამშენებლო ტექნიკის დამატებითი შესყიდვა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ქვეკონტრაქტორად სამუშაოების შესრულება.
2016 წელს შპს „ლ ენდ ლ“-ი ჩაერთო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში და თბილისის შემოვლითი გზის მე-13-ე კმ-ზე ჩამოიტანა და დაამონტაჟა მაღალტექნოლოგიური ასფალტო-ბეტონის ქარხანა და ქვის სამსხვრევი კომპლექსი; ჩაერთო თბილისსა და მის შემოგარენში ქ. თბილისის მერიისა და სხვა მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
კომპანია დღეის მდგომარეობით თანამშრომლობს ინფრასტრუქურული პროექტების შემსრულებელ სხვადასხვა კომპანიასთან, და სარგებლობს ნდობითა და მაღალი რეპუტაციით.

დამატებითი ინფორმაცია