Georgian Energy
კომპანია “Georgian Energy” დაფუძნდა 2013 წელს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გრუტის სამუშაოები. კომპანია ფლობს 40 ერთეულზე მეტ მძიმე ტექნიკას. შპს „ჯორჯინ ენერჯი-ს მმართველი გუნდი და ტექნიკური პერსონალი დაკომპლექტებულია წარმატებული, პროფესიონალი კადრებით. დასაქმებულთა რაოდენობა -150 თანამშრომელზე მეტია.

შპს „ჯორჯინ ენერჯი“, ბოლო 4 წლის მანძილზე წარმოადგენს კომპანია „RMG“-ის ძირითად კონტრაქტორს. ასევე მას შესრულებული აქვს ნაპირდამცავი (ქვანაყარი ბერმა) სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნატანებში (შეკვეთილი), შპს „ბლექსი რიზორთსის“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მშენებარე სასტუმრო კომპლექსში, ნაგებობის წინ, ნაპირის დასაცავად ქვანაყარი ბერმის მოწყობის სამუშაოები.
შპს „ჯორჯინ ენერჯი“, პარტნიორ კომპანიასთან, შპს „ნიუ ბილდინგ ენერჯისთან“ ერთად ასრულებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის E-60/ს-1 ჩქაროსნული მაგისტრალის ნატახტარი–რუისის მონაკვეთზე გარემოს გაუმჯობესების სამუშაოებს, ჯამური ღირებულებით 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.

დამატებითი ინფორმაცია