ბაზალტ ფაიბერსი
კომპანია „ბაზალტ ფაიბერსი“ 1998 წლიდან აწარმოებს ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს ბაზაზე სხვადასხვა ტიპის პროდუქციას სამშენებლო სფეროსთვის. ასევე ბაზალტის არმატურას და არმატურის ბადე-ქსოვილებს („აწარმოე საქართველოს“ პროგრამით).
კომპანიამ დანერგა უნიკალური ტექნოლოგიები საქართველოში, რაც საშუალებას იძლევა დაიზოგოს დრო და ხარჯები მშენებლობაში და შესრულდეს უფრო ხარისხიანად სხვადასხვა სამუშაოები რაც მთავარია ქართული პროდუქტით.
ბაზალტის არმატურით აშენდა საკონცერტო დარბაზი ანკარაში 2000 კაცზე.
ბაზალტის გამოყენება მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებებში - ასფალტო-ბეტონის გზებში ხანმდეგობას ზრდის 5-ჯერ;  წაგრძელების კოეფიციენტის მქონე ბადე ქსოვილებით არმირების შემთხვევაში შესაძლებელია ასფალტის სისქის შემცირება 4 სმ-ით. ბაზალტის არმატურის ბადის გამოყენება ბეტონის გზების მშენებლობაში ანაცვლებს ლითონის გლინულას იმპორტს და აიაფებს მშენებლობას არანაკლებ 30%-ით.

დამატებითი ინფორმაცია Basalt Fibers