GRGroup
კომპანია „ჯიარჯი“ (GRGroup) დაფუძნდა 2013 წელს, მისი ძირითადი საქმიანობის სფერო გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. ამჟამად, კომპანიის საქმიანობის გეოგრაფია გაშლილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოში. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.
საგზაო მიმართულებით ბოლო მასშტაბური პროექტი, რომელიც კომპანიამ განახორციელა, გახლავთ თბილისი-კოჯორი-მანგლისის და კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია-აღდგენის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ითვალისწინებდა მიწის სამუშაოებს, გრუნტის გაძლიერებას რეციკლირების ტექნოლოგიით და ასფალტ- ბეტონის საფარის მოწყობას.
2017 წელს, კომპანია „ჯიარჯიმ“ კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის, BP-ის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის, სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში, გარდაბანში, CSG-1-ის ტერიტორიაზე ერთობლივი საწარმო „შპს ჯიარჯი და შპს თრასთი „ -ს სახელით (JV GRG LLC & TRUST LLC) სერვისისა და შიდა მოხმარებისათვის საჭირო, ახალი საავტომობილო გზის, ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაასრულა. მიმდინარე სამუშაოები მოიცავდა საავტომობილო გზის კაპიტალურ მშენებლობას ყველა დამხმარე საინჟინრო ნაგებობების ჩათვლით. წარმატებით შესრულდა არსებული საფუძვლის ექსკავაცია და მოეწყო ფრაქციული ღორღით, საფარის ქვედა ფენა კი მსხვილმარცლოვანი, ფორიანი ასფალტ - ბეტონის ნარევით.

დამატებითი ინფორმაცია