ფერი
სამშენებლო კომპანია "ფერი" დაარსდა 1991 წელს. კომპანიის საქმიანობაა: ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და მელიორაციული ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა; გვირაბების მშენებლობა; სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა – საავტომობილო გზები, ხიდები, დამხმარე საინჟინრო ნაგებობების გზებზე; საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების, სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა; წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემების და ქსელების დაპროექტება და მშენებლობა; ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომუნიკაციების მონტაჟი, გამართვა-გაშვება; სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება; საინჟინრო-საძიებო სამუშაოები.
„ფერი“ ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების, ჰიდროტექნიკური  ნაგებობების, შენობა-ნაგებობების და გზების მშენებლობას.

დამატებითი ინფორმაცია