ზიმო
სამშენებლო კომპანია “ზიმო” დაარსდა 1997 წელს. კომპანია თავიდანვე დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებითა და უახლესი ტექნიკით, რაც ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა კომპანიის წარმატებაში. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სატრანსპორტო და სამოქალაქო მშენებლობა, მათ შორის ხიდები, ესტაკადები, გზა გამტარები, გვირაბები, გზები, ტექნიკური გზები, საბაგირო გზები, მაღალსართულიანი შენობები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, მუზეუმები, ღვინის ქარხანა, წყალ მომარაგების სისტემები, საკანალიზაციო სისტემები, ჩამდინარი წყლების გამწმენდი სადგურები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და ა.შ. , და შესრულებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი. 2006 წელს კომპანია “ზიმო”- მ დანერგა და განავითარა ინოვაციური პროექტი საქართველოში - პირველი ბეტონის საფარიანი სიგრძის ჩქაროსნული საავტომობილო ტრასა („ავტობანი“) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27-კმ43 მონაკვეთი, რისთვისაც შპს “ზიმო” დასახელდა წლის სამშენებლო კომპანიად. 2010 წელს კომპანიას მიენიჭა წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანიის წოდება. 2012 წელს „ზიმო”-მ დაასრულა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დღესდღეობით ყველაზე მაღალ შენობად ითვლება ამიერკავკასიაში.

დამატებითი ინფორმაცია