დაგი
სამშენებლო კომპანია „დაგი" დაარსდა 2003 წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა, სამშენებლო-სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება. „დაგი“-ს შესრულებული აქვს 500-მდე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს, საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშოებს. კომპანია მუდმივად ცდილობს მიყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს და სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებული იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. კომპანიას 2012 წლიდან მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერთიფიკატი, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან - OHSAS 18001:2007 სერთიფიკატი და 2016 წლის მარტიდან ISO 14001:2004 სერთიფიკატი. ასევე, 2012 წლის 18 ივნისიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში".

დამატებითი ინფორმაცია