ანაგი
კომპანია “ანაგი“ დაარსდა 1989 წელს. ამპერიოდის განმავლობაში კომპანიას 300-მდე მსხვილი პროექტი აქვს შესრულებული. მათ შორის: "Georgia Palace Hotel"- ქობულეთში, "Hillton"- ბათუმში, "East Point"- თბილისში, ქალაქ თბილისის საკრებულო, სასტუმრო "Piazza"- ბათუმში, სასტუმრო "Rixos", სასტუმრო "მარინაკოლიზეუმი"- ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონი“ - ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ბათუმში, და სხვა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. „ანაგი“უზრუნველყოფს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:
• საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას;
• სამშენებლო პროექტებისა და საპროექტო საქმიანობის მენეჯმენტს;
• დიზაინის, გაფორმებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას;
• სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების წარმოებას, მათ შორის: მონოლითური ბეტონისა და რ/ბეტონის, ლითონის, სადურგლო, მეტალოპლასტმასის, ალუმინის, მცირე საკედლე დასატიხრე ბლოკების ჩათვლით.