თბილი სახლი
კომპანია „თბილი სახლი“ დაარსდა 2001 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიას შესრულებული აქვს დაახლოებით 1300 პროექტი. მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია თბილისში, ათონელის ქუჩაზე, 112-ის მართვის ცენტრი და მრავალი სხვა...
„თბილი სახლი“ ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტზე მოქმედი ცნობილი კომპანიების პარტნიორია და მომხმარებელს თავაზობს, როგორც ხარისხიანი პროდუქციის ასორტიმენტის სტანდარტულ მოდელებს, ასევე ინდივიდუალური სპეციფიური დაკვეთით დამზადებულ პროდუქციას.
„თბილი სახლი“-ს საქმიანობას წარმოადგენს: მექანიკური სისტემები - გათბობა-კონდიცირების სისტემა, ვენტილაცია, ბოლის გაწოვის და დაწნეხვითი სისტემა; წყალგაყვანილობის სისტემები - წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემები, ხანძარქრობის სისტემები; ელექტროობა: მაღალი ძაბვა, დაბალი ძაბვა; სუსტი დენები - კომპიუტერია, ტელეფონია, ტელევიზია, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია, ევაკუაციის გამოცხადების სისტემები, ვიდეო მეთვალყურეობა, ფონური მუსიკა, სისტემების კომპიუტერული მართვა და ავტომატიზაცია (BMS); ამწე-სატრანსპორტო სისტემები - ლიფტები, ესკალატორები.

დამატებითი ინფორმაცია