ხომერიკი და კომპანია
შპს „ხომერიკი და კომპანია“ დაარსდა 2009 წელს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების წარმოება. 2010  წლიდან კომპანია იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტებში, სახელმწიფო ტენდერებში, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალურ პროგრამაში. საქმიანობის ძირითად სპექტრს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სარემონტო სამუშაოები: სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში შენობების კაპიტალური რემონტი, ფასადებისა და აივნების მოწყობა-მოპირკეთება, სახურავების გადახურვა, ასფალტის საფარის დაგება, ეზოების კეთილმოწყობა, წყალ-კანალიზაციის სისტემების მოწყობა და ა.შ.  შპს „ხომერიკი და კომპანიის“ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებში არის: შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის რეკონსტრუქცია-კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ შენობის გარკვეული სარემონტო სამუშაოები. აღსანიშნია, რომ სახელმწიფო პროექტების მაღალი ხარისხით შესრულებისთვის კომპანია ირიცხება "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" თეთრ სიაში.

დამატებითი ინფორმაცია